კვერცხიანი პომიდვრის უჩვეულო რეცეპტი: დეტალური ვიდეოაღწერა

კვერცხისა და პომიდვრისგან არაერთი კერძის მომზადება შეიძლება, მაგრამ რეცეპტი, რომელსაც ქვემოთ გაგაცნობთ, სრულიად განსხვავდება ყველა სხვა დანარჩენისგან
Sputnik
თქვენ დაგჭირდებათ:
პომიდორი — სასურველი რაოდენობით,
კვერცხი — იმდენი, რამდენ პომიდორსაც შეარჩევთ;
ყველი — თითო პომიდორზე საშუალოდ 30 გრამის გათვლით.
მარილი, ორეგანო და სხვა სუნელები თქვენი გემოვნების მიხედვით;
ზეითუნის ზეთი.

მომზადებისწესი

აიღეთ პომიდვრები და მოაჭერით თავები, შემდეგ კი კოვზით ფაქიზად ამოუღეთ გულები. მოჭრილი თავები არ გადაყაროთ;
ჩაასხით სათითაოდ ყველა პომიდორში ცოტა ზეითუნის ზეთი და ჩაუშვით კვერცხი;
მოაყარეთ მარილი, შერჩეული სუნელები და ფრთხილად მოურიეთ კვერცხს კოვზით;
შემდეგ მოაყარეთ გახეხილი ყველი და პომიდვრებს დაახურეთ მოჭრილი თავები. უკეთ დასამაგრებლად შეგიძლიათ კბილის ჩხირები გამოიყენოთ;
მოაფინეთ ჰაერღუმლის ტაფას ფოლგა და დაალაგეთ ზედ პომიდვრები. შედგით 170 გრადუსამდე წინასწარ გახურებულ ღუმელში და დატოვეთ დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში.
როცა კერძი მზად იქნება, ამას თვალით შეატყობთ.

გემრიელად მიირთვით!