მსოფლიო დღეს

კოლუმბიაში მეწყერის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 29-მდე გაიზარდა

Sputnik
თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. კოლუმბიელმა მაშველებმა კუნდინამარკას დეპარტამენტში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად დაკარგული უკანასკნელი ადამიანის ცხედარი იპოვეს, რის შედეგადაც დაღუპულთა საერთო რაოდენობა 29-მდე გაიზარდა, განაცხადა რეგიონის სახანძრო სამსახურის უფროსმა ალვარო ფარფანმა.
17 ივლისს კუნდინამარკას მთებიდან ჩამოწოლილმა მეწყერმა 30-მდე საცხოვრებელი სახლი დააზიანა. მანამდე ხელისუფლება 20 დაღუპულის და ცხრა უგზოუკვლოდ დაკარგულის შესახებ ავრცელებდა ინფორმაციას, სტიქიის შედეგად კიდევ ექვსი ადამიანი დაშავდა და ათეულობით ევაკუირებული იქნა.
სტიქიის ზონაში სამაშველო ოპერაცია გრძელდება, თუმცა სამძებრო ნაწილი დასრულდა ბოლო დაკარგული ადამიანის ცხედრის აღმოჩენის შემდეგ, განაცხადა სახანძრო სამსახურის უფროსმა რადიოსადგურ La FM Farfan-ის ეთერში.