გლდანში ავტოავარიას ახალგაზრდა ქალი შეეწირა

Sputnik
თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. თბილისში მომხდარ ავტოავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
შემთხვევა გლდანში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი ქვეითად მოსიარულე ახალგაზრდა ქალს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა, კიდევ სამი ქალი კი დაშავდა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.