მძღოლი დააკავეს: ავტოავარია ტრაგიკული შედეგით – დაიღუპა ორსული

ორსული ადგილზე დაიღუპა, სამმა ადამიანმა ტრავმები მიიღო.
Sputnik
თბილისი, 29 ივლისი – Sputnik. პოლიციამ დააკავა ავტომობილის მძღოლი, რომელიც ორსულ ახალგაზრდას გლდანში დაეჯახა, იუწყება „ტვ პირველი“ საქართველოს შსს–ზე დაყრდნობით.
ავტოავარია 29 ივლისს დღისით მოხდა. დაზუსტებული ინფორმაციით, მძღოლი ჯერ მაღაზიასთან ადამიანების ჯგუფს დაეჯახა: ორსული ახალგაზრდა ქალი ადგილზე დაიღუპა, კიდევ სავმა ადამიანმა ტრავმები მიიღო.
ამის შემდეგ მძღოლი გაზსადენის მილს შეეჯახა. გაზგამანაწილებელი კომპანიის თანამშრომლებმა გაზსადენი სასწრაფოდ გადაკეტეს, რადგან აფეთქების საშიშროება შეიქმნა.
ლდანში ავტოავარიას ახალგაზრდა ქალი შეეწირა>>
სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობს ტრანსპორტის მოძრაობის წესების ან ექსპლუატაციის დარღვევის მუხლით, რამაც ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.
ავარიის ზუსტ მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.