აშშ–ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ საბაზო პროცენტული განაკვეთი გაზარდა

ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ აღნიშნა, რომ განაკვეთის ზრდა მომავალში მიზანშეწონილად მიაჩნია.
Sputnik
თბილისი, 28 ივლისი – Sputnik. აშშ–ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ ივლისის სხდომის შედეგების მიხედვით საპროენტო საბაზო განაკვეთი 25 საბაზო პუნქტით, წლიურ 5,25-5,5%–მდე გაზარდა, ნათქვამია რეგულატორის პრეს–რელიზში.
სარეზერვო სისტემამ აღნიშნა, რომ განაკვეთის ზრდა მომავალშიც მიზანშეწონილად მიაჩნია.
„პოლიტიკის დამატებითი გამკაცრების ხარისხის განსაზღვრისას... კომიტეტი გაითვალისწინებს ფულად–საკრედიტო პოლიტიკის, ჩამორჩენისა... და ინფლაციის ერთდროულ გამკაცრებას, ასევე ეკონომიკურ და ფინანსურ მოვლენებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამერიკის ცენტრალურ ბანკს ჯერ კიდევ იმედი აქვს, მიაღწიოს მაქსიმალურ დასაქმებას ეკონომიკაში და ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელს – 2%–ს გრძელვადიან პერსპექტივაში.
ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ ივლისის სხდომაზე ასევე დაადასტურა, რომ გააგრძელებს აქტივების შემცირებას თავის ბალანსზე იმ გეგმის მიხედვით, რომელიც 2022 წლის მაისში გამოქვეყნდა. გეგმის მიხედვით შემცირება გასული 2ლიწ 1 ივნისს დაიწყო – პირველ სამ თვეში 47,5 მლრდ დოლარი თვეში, შემდეგ – 95 მლრდ თვეში.
სხდომის შედეგებით, ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ განაკვეთი წლიური 5-5,25%–ის დონეზე შეინარჩუნა და შეწყვიტა ხანგრძლივი ზრდის ციკლი. მაშინ რეგულატორმა განაცხადა, რომპაუზა მას საშუალბეას მისცემს, შეაფასოს დამატებითი მაკროეკონომიკური ინფორმაცია და მისი გავლენა შემდგომ ფულად–საკრედიტო პოლიტიკაზე. მანამდე ფედერალური სარეზერვო სისტემა დაჩქარებულ ინფლაციასთან ბრძოლის მიზნით 2022 წლის მარტიდან უწყვეტად ზრდიდა განაკვეთს.