საქართველოს პრეზიდენტმა 11 მსჯავრდებული შეიწყალა

პრეზიდენტის მიერ შეწყალებული 10 მსჯავრდებული დღეს ციხეს დატოვებს.
Sputnik
თბილისი, 28 ივლისი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 11 მსჯავრდებული შეიწყალა, ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ათი მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა სასჯელის შემდგომი მოხდისგან და პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს.
კიდევ ერთ მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა, აღნიშნულია ინფორმაციაში.