იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ახალი დამოუკიდებელი ინსპექტორი ჰყავს

Sputnik
თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობაზე 11 ხმით შოთა ქადაგიძე დაამტკიცა.
დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ყოფილმა ინსპექტორმა ზურაბ აზნაურაშვილმა მიმდინარე წლის ივნისში საბჭოს გათავისუფლების შესახებ განცხადებით მიმართა.
შოთა ქადაგიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი იყო 2017-2021 წლებში.
დამოუკიდებელი ინსპექტორი თანამდებობაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კონკურსის საფუძველზე ხუთი წლის ვადით ინიშნება. დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტის დანიშნულება მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყება და დისციპლინური საქმის წინასწარი შემოწმება/გამოკვლევაა.