თბილისი, 27 ივლისი – Sputnik. სამგორის რაიონში 7,1 ათას აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.
გაზმომარაგების შეწყვეტის მიზეზი ბუნებრივი გაზის ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებია. კომპანიის ინფორმაციით, გაზის მიწოდება მოსახლეობას 27 ივლისის 23:00 საათიდან 28 ივლისის 10:00 საათამდე შეუწყდება.
კომპანიის ინფორმაციით, გაზმომარაგება შეეზღუდება როგორც სამგორის რაიონის მოსახლეობას, ისე ამ ტერიტორიაზე არსებულ დაწესებულებებს, კომერციულ და სამოქალაქო ობიექტებს.
გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება 28 ივლისის 10:00 საათიდან და დასრულდება 21:00 საათისთვის.
ქუჩების სრული ჩამონათვალი, სადაც გაზმომარაგება შეწყდება, „თბილისი ენერჯის“ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
კომპანია ბოდიშს უხდის აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო.