თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. ბორჯომიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 12 კილომეტრში, სოფელ ანდეზიტთან 3,4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, იუწყება სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.
მიწისქვეშა ბიძგები 16:38 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი 14 კმ სიღრმეზე მდებარეობდა.
ინფორმაცია ნგრევის ან მსხვერპლის შესახებ არ ვრცელდება.