სამეგრელოში ხიდი ჩაინგრა - არის მსხვერპლი

ხიდმა ქვა-ღორღით დატვირთული სატვირთოს სიმძიმეს ვერ გაუძლო.
Sputnik
თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. სამეგრელოში ნაკიანი–ჩხოროწყუს დამაკავშირებელი ხიდი ჩაინგრა, რამაც ერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, იუწყება „მთავარი არხი“.
გავრცელებული ინფორმაციით, ხიდი მაშინ ჩაინგრა, როდესაც მასზე ქვა-ღორღით დატვირთული სატვირთო მანქანა გადადიოდა.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. სატვირთოს მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. გარდაცვლილი ექსპერტიზაზე ქუთაისში გადაასვენეს.
ხიდის მეორე მხარეს, გარახას მონაკვეთზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, ამჟამად აქ ასფალტის საფარს აგებენ. სატვირთო მანქანა სწორედ იქით მიემართებოდა.