თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. 28 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან 29 ივლისის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
28 ივლისს დღისით დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ცალკეულ რეგიონებში ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონებში შესაძლებელია სეტყვა. ზღვაზე მოსალოდნელია 4-5 ბალიანი შტორმი.
მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლოა გამოიწვიოს წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში - მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება.