თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. ხონში 63 წლის კაცი მეზობელმა ცივი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2".
შემთხვევა ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაიშში გუშინ, გვიან საღამოს მოხდა. მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ სავარაუდო დამნაშავე „ცხელ კვალზე“ დააკავა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.