თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. „რუსეთი–აფრიკის“ სამიტის მონაწილეები, სხვა არაერთ დოკუმენტთან ერთად, ასევე მიიღებენ ერთობლივ სამოქმედო გეგმას, განუცხადა რია ნოვოსტის რუსეთის საგანგებო დავალებათა ელჩმა, საპარტნიორო ფორუმ „რუსეთი–აფრიკის“ სამდივნოს ხელმძღვანელმა ოლეგ ოზეროვმა.
„ეს არის ზოგადპოლიტიკური დეკლარაცია, ერთობლივი სამოქმედო გეგმა 2023-2026 წლებისთვის, და სამი სექტორული დოკუმენტი, რომლებიც ტერორიზმთან ბრძოლას, კოსმოსში იარაღის განლაგებაზე უარის თქმას და საერთაშორისო საინფორმაციო უსაფრთხოებას ეხება“, — განაცხადა დიპლომატმა.
მისი თქმით, რუსეთის საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ ეს დოკუმენტები გახდება პლატფორმა ერთობლივი მოქმედებისთვის, რათა შეიქმნას საერთაშორისო ურთიერთობების ახალი კონფიგურაცია, რომელიც თანასწორობასა და მრავალპოლარულ სამყაროს ეფუძნება და არა „ცალმხრივ დიქტატს“.
გარდა ამისა, ოზეროვის განმარტებით, მოსკოვი სამიტზე აფრიკის ქვეყნებს სურსათის პრობლემების გადაწყვეტის გზას შესთავაზებს მარცვლეულის შეთანხმების შეწყვეტის ფონზე.
რუსი დიპლომატის თქმით, რუსეთმა უკვე გაგზავნა აფრიკის ქვეყნებში, მათ შორის მალავისა და კენიაში, სასუქის რამდენიმე პარტია.
რუსეთი–აფრიკის მეორე სამიტი და ეკონომიკურ-ჰუმანიტარული ფორუმი 27-28 ივლისს გაიმართება სანქტ-პეტერბურგში.