თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. საქართველოში 26 ივლისამდე დროგამოშვებით იწვიმებს, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან კი შესაძლებელია სეტყვა, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
დასავლეთ საქართველოში 26-27 ივლისს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურამ კი 27 ივლისს შესაძლოა 37-39 გრადუსს მიაღწიოს. 28 ივლისს ისევ გაწვიმდება და აგრილდება.
სინოპტიკოსების პროგნოზით, აღმოსავლეთ საქართველოში 29 ივლისამდე ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა კი 30-35 გრადუსი იქნება.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 25-26 ივლისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში 33-35 გრადუსი დაფიქსირდება.
28 ივლისს კი ცხელი და ქარიანი ამინდი იქნება.