ვაკეში ბიზნესმენი დაჭრეს

მამაკაცს, რომელიც ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის თანამფლობელია, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს.
Sputnik
თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. ვაკეში, „მზიურის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცი დაჭრეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, დაჭრილი 38 წლის ბიზნესმენი ტატო გურგენიძეა, რომელიც სამშენებლო კომპანია „ტაგი გრუპის" ერთ-ერთი მეწილეა.
გავრცელებული ინფორმაციით, სროლა „მზიურის“ ტერიტორიაზე მდებარე იურიდიული ფირმის ოფისში იყო.
მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს. მას ტყვია ფეხში მოხვდა. დაჭრილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და იარაღის უკანონო ტარების მუხლებით დაიწყო.