ნაბეღლავში ავარიას სატვირთოს მძღოლი ემსხვერპლა

სატვირთო ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა
Sputnik
თბილისი, 25 ივლისი – Sputnik. ერთი ადამიანი დაიღუპა ნაბეღლავში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, იუწყება „TV პირველი“.
ტელეკომპანიის ცნობით, სატვირთო ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, ავარიას სატვირთოს მძღოლი ემსხვერპლა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.