ხანძარი სვანეთში - დაიწვა საცხოვრებელი სახლი

საბედნიეროდ, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
Sputnik
თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. სვანეთში ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაიწვა, იუწყება „რუსთავი 2".
ინციდენტი მესტიის რაიონში გვიან საღამოს მოხდა. რა გახდა ხანძრის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.
ინფორმაცია დაშავებულების შესახებ არ ვრცელდება.