თბილისი, 24 ივლისი – Sputnik. თბილისში, ნარიყალას ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი“.
გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ბალახის საფარს პიროტექნიკის გამოყენების შემდეგ გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური.
ამ დროისთვის მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.
წყარო - ტელეკომპანია „მთავარი არხი“