საქართველოს მთავარ ავტობანზე მასობრივი ავარია მოხდა

ერთმანეთს ჯერ ორი მანქანა შეეჯახა, შემდეგ კი მათ უკან მოძრავი კიდევ რვა ავტომობილი.
Sputnik
თბილისი, 24 ივლისი – Sputnik. თბილისი–სენაკი–ლესელიძის მაგისტრალის გორის მონაკვეთზე ერთმანეთს 10 ავტომობილი შეეჯახა, იუწყება ტელეკომპანია „ფორმულა“.
ერთმანეთს ჯერ ორი მანქანა შეეჯახა, შემდეგ კი მათ უკან მოძრავი კიდევ რვა ავტომობილი.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.