გორში ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

ცეცხლი ამ დროისათვის ლოკალიზებულია. მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.
Sputnik
თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. გორში საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
შემთხვევა ნიკო სამადაშვილის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი თხევადი გაზის ბალონის აფეთქების გამო გაჩნდა. დამწვარია საოჯახო ტექნიკა და ნივთები.
სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა 22 და 25 წლის მამაკაცები კლინიკა „გორმედში" გადაიყვანეს. კლინიკის დირექტორის ხათუნა შრუბის ინფორმაციით, პაციენტებს ჩაუტარდათ ყველა საჭირო კვლევა და გაეწიათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება. ამ დროისათვის ორივე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის და პოლიციის ეკიპაჟები.
ცეცხლი ამ დროისათვის ლოკალიზებულია. მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.