ხვალიდან საქართველოში აგრილდება

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი გამოაქვეყნა.
Sputnik
თბილისი, 23 ივლისი – Sputnik. 24 ივლისის დღის ბოლოდან საქართველოში ტემპერატურა დაიკლებს, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 24 ივლისს დღის ბოლოდან 26 ივლისამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან სეტყვა და ძლიერი ქარი.
მოსალოდნელმა წვიმებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყლმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.