თბილისი, 23 ივლისი - Sputnik. ბათუმში, სასტუმრო „ორბი სითის" 22-ე სართულიდან უცხო ქვეყნის მოქალაქე გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
შემთხვევა დღეს, 23 ივლისს გამთენიისას მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი სასტუმრო ნომერში კიდევ ერთ პირთან ერთად იმყოფებოდა.
ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში არის გადასვენებული.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
წყარო - ტელეკომპანია „რუსთავი2“.