„კომორები“: ანაკლიაში მუსიკალური ფესტივალი გაიმართება

ორგანიზატორების თქმით, იქნება ბევრი ელექტრონული მუსიკა, ჰიპ-ჰოპი, ქორეოგრაფიული შოუ, იოგა და სხვა უამრავი შემოქმედებითი აქტივობა
Sputnik
თბილისი, 23 ივლისი – Sputnik. ანაკლიაში, კუნძულ მორიმარზე 4-6 აგვისტოს მუსიკალური ფესტივალი „კომორები“ გაიმართება, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
ორგანიზატორების განცხადებით, 2 სცენაზე წარდგება ელექტრონული მუსიკის 40-ზე მეტი მსოფლიოს წამყვანი არტისტი. განაცხადშია ასევე საღამოს ჰიპ-ჰოპის საათები, ქორეოგრაფიული შოუ, შუადღის იოგა.
ფესტივალი Komorebi Morimar-ის კუნძულზე
ფესტივალს გახსნიან თანამედროვე ელექტრონული პოპის გამორჩეული დუო - EASTER და ადგილობრივი შემსრულებელი - DEENA.
4 აგვისტოს სტარტს აიღებს „კომორების” ახალი პროექტი „ციონი", რომელიც წარმოადგენს ორიგინალურ, მუსიკალურ-თეატრალურ-ქორეოგრაფიულ პერფორმანსს და მასში მონაწილეობას მიიღებენ დავით ჭანიშვილის („სუხიშვილები”) ჯგუფი და ადგილობრივი ტექნო-არტისტი ირაკლი დანელია (YANAMASTE).
ორგანიზატორებმა ტრანსფერზეც იზრუნეს. თბილისიდან და ბათუმიდან ანაკლიამდე და უკან დაინიშნება ტრანსპორტი, რომლის ბილეთების ონლაინ შეძენა იქნება შესაძლებელი. მიკროავტობუსები უწყვეტად იმოძრავებენ სამეგრელოს ტერიტორიაზეც.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია აქ.