კასპში ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
Sputnik
თბილისი, 22 ივლისი – Sputnik. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ იგოეთთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, იუწყება ტელეარხი „რუსთავი2“.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.