თბილისი, 23 ივლისი – Sputnik. რუსთავში ძმებს შორის ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ ერთი დააკავეს, მეორე კი კლინიკაში გადაიყვანეს, იუწყება ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „ინფო-რუსთავი“.
მედიის ცნობით, უმცროსმა ძმამ უფროსი სცემა, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოლიციამ მამაკაცი შემთხვევის ადგილზე დააკავა.
კონფლიქტის მიზეზი არ სახელდება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.