რამხელა შემოსავალი მიიღეს ქართულმა საფეხბურთო კლუბებმა ევროთასების პირველი ეტაპის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის მიუხედავად, თბილისის „დინამომ“ ყველაზე მეტი გამოიმუშავა
Sputnik
თბილისი, 23 ივლისი – Sputnik. ოთხმა ქართულმა საფეხბურთო კლუბმა - თბილისის „დინამომ“, ბათუმის „დინამომ“, ქუთაისის „ტორპედომ“, გორის „დილამ“ - ჩემპიონთა ლიგის და უეფას კონფერენს ლიგის პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ საკლუბო ბიუჯეტი რამდენიმე ასეული ათასი ევროთი შეავსეს.
თბილისის „დინამო“ ჩემპიონთა ლიგის პირველივე ეტაპზე ყაზახურ „ასტანასთან“ დამარცხდა და 280 ათასი ევრო გამოიმუშავა, თუმცა კონფერენს ლიგის მეორე ეტაპზე გადასვლისთვის დამატებით 350 ათას ევროს მიიღებს.
გორის „დილამ“ და ქუთაისის „ტორპედომ“ კონფერენს ლიგის პირველი ეტაპი წარმატებით დაძლიეს და ამ ტურში მონაწილეობისთვის მიღებულ 150 ათას ევროს მეორე ეტაპის 350 ათასიც დაემატება. შესაბამისად, გუნდებმა ბიუჯეტი 500 ათასი ევროთი გაზარდეს.
ყველაზე მცირე შემოსავალი ბათუმის „დინამოს“ ერგო, რომელიც ალბანურ „ტირანასთან“ წაგების შემდეგ ტურნირს გამოეთიშა და, 150 ათასი ევროს გარდა, კომპენსაციის სახით 250 ათას ევროს მიიღებს.