მსოფლიო დღეს

საბერძნეთის კუნძული როდოსი ცეცხლის ალშია გახვეული - მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია

მსგავსი მასშტაბის სამაშველო ოპერაცია საბერძნეთის ისტორიაში არ ჩატარებულა, აცხადებენ ქვეყნის მთავრობაში
Sputnik
თბილისი, 23 ივლისი – Sputnik. დაახლოებით 19 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა კუნძულ როდოსიდან, რომელიც ტყის ხანძრებმა მოიცვა, იუწყება ადგილობრივი პოლიცია.
ბოლო დღეებში საბერძნეთში ანომალურად მაღალი ტემპერატურაა, რამაც, სავარაუდოს, მასშტაბური ხანძარი როდოსსა და ქვეყნის სხვა ნაწილებში გამოიწვია. ხანძარი როდოსზე სამშაბათს დაიწყო, სიტუაცია უკონტროლო გახდა. დამწვარია უამრავი სახლი.
საბერძნეთის ხელისუფლების ცნობით, 16 ათასი ადამიანი (12 სოფლის მცხოვრებლები და რამდენიმე სასტუმროს კლიენტები) გადაიყვანეს საჰაერო გზით, კიდევ სამი ათასი პირი საზღვაო გზით გადაიყვანეს. მთავრობაში განმარტეს, რომ ეს იყო ყველაზე მასშტაბური მსგავსი ოპერაცია ქვეყნის ისტორიაში.
ტყის ხანძრები საბერძნეთში: თურქეთი სტიქიის ზონაში ორ თვითმფრინავსა და ვერტმფრენს აგზავნის >>>
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ევაკუაცია, შესაძლოა, სულ 30 ათას ადამიანის დასჭირდეს.
„ეს არის ყველაზე მასშტაბური ოპერაცია ადგილობრივი მცხოვრებლებისა და ტურისტების სამშვიდობოს გადასაყვანად, რომელიც ოდესმე განხორციელებულა ქვეყანაში“, - იტყობინება საბერძნეთის სახელმწიფო ტელევიზია ERT.
ხანძრის ჩაქრობაში 266 მეხანძრე და 49 ერთეული სპეცტექნიკა არის ჩართული. ოპერაციაში ასევე ათი თვითმფრინავი მონაწილეობს: შვიდი საბერძნეთიდან, ორი თურქეთიდან და ერთი ხორვატიიდან.