თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. 22-23 ივლისის ღამეს აღმოსავლეთ საქართველოში ძლიერმა წვიმამ შესაძლოა წყალმოვარდნები და ღვარცოფული პროცესების ჩასახვა გამოიწვიოს, იუწყებიან სინოპტიკოსები.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უხვ ნალექს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ელოდებიან. მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ძლიერი ქარი.
მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები და ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.