რუსთავში ახალი მულტიფუნქციური რეკრეაციული სივრცე გაიხსნა

ინფრასტრუქტურული პროექტი ბიუჯეტიდან 1,6 მლნ ლარით დაფინანსდა.
Sputnik
თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. ახალი მულტიფუნქციური რეკრეაციული სივრცე მოეწყო რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში, ნათქვამია ქალაქის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რჩეულიშვილის ქუჩაზე მდებარე ახალი დასასვენებელი ადგილი რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ სასულიერო პირებთან, ქალაქის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან და მოსახლეობასთან ერთად გახსნა.
რუსთავში ახალი მულტიფუნქციური რეკრეაციული სივრცე გაიხსნა
პროექტი „მწვანე ქალაქის“ კონცეფციის ფარგლებში განხორციელდა.
20 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყო სპორტული და საბავშვო მოედნები, საფეხმავლო და ველობილიკები, გარე განათება, სარწყავი სისტემა, მწვანე სივრცეები, დასასვენებელი ზონები, სკეიტ-პარკი.
რუსთავში ახალი მულტიფუნქციური რეკრეაციული სივრცე გაიხსნა
რეკრეაციულ სივრცეში გაკეთდა გარეგანათება, მოეწყო გრანელის ქუჩაზე ჩასასვლელი კიბე და 333 სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე დაირგა.
პროექტი ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე განხორციელდა. ჭყონდიდელის დასახლებაში დღემდე მსგავსი მასშტაბის დასასვენებელი სივრცე არ არსებობდა, აღნიშნეს რუსთავის მერიაში.
რუსთავში ახალი მულტიფუნქციური რეკრეაციული სივრცე გაიხსნა
ინფრასტრუქტურული პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1,622 ათასი ლარით დაფინანსდა.
ახალ საზოგადოებრივ სივრცეში ანიმატორების შოუ, ჯგუფ „არტ ლაიფისა“ და ელექტრონული მუსიკის კონცერტი გაიმართა.
რუსთავში ახალი მულტიფუნქციური რეკრეაციული სივრცე გაიხსნა
2022-2023 წლებში რუსთავში ახალი საზოგადოებრივი სივრცეები ჯამში 80 000-ზე მეტ კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყო, განაცხადეს მერიაში.
რაც შეეხება სხვა პროექტებს, მწვანე ქალაქის კონცეფციის ფარგლებში რუსთავში, კლდიაშვილის ქუჩაზე მრავალფუნქციური სკვერის რეაბილიტაცია დასრულების ფაზაშია.
ასევე მიმდინარეობს ახალი საზოგადოებრივი სივრცის მოწყობის სამუშაოები 21-ე მიკრორაიონში, ამასთან ერთად, ქალაქის შემოსასვლელში 70 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე მასშტაბური რეკრეაციული ზონა ეწყობა.