სისხლიანი დაპირისპირება ვარკეთილის მეტროსთან: დაკავებულია ერთი პირი

ახალგაზრდა კაცს მისმა მეგობარმა ყელში დანა გამოუსვა, შემდეგ კი დანაშაულის ადგილი დატოვა.
Sputnik
თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. პოლიციამ ვარკეთილის მეტროსთან ახალგაზრდა კაცის დაჭრაში ეჭვმიტანილი დააკავა, იუწყება TV პირველი.
ვარკეთილის მეტროსთან ახალგაზრდა მამაკაცი ყელის არეში დღეს დაჭრეს. ჩხუბი, რომელშიც რამდენიმე მამაკაცი მონაწილეობდა, გამთენიისას მოხდა.
გამოძიების ინფორმაციით, მრავლობითი ჭრილობა ახალგაზრდა კაცს მისმა მეგობარმა ცივი იარაღით მიაყენა და შემდეგ მიიმალა.
დაჭრილი კლინიკაშია გადაყვანილი, სადაც მას უკვე ჩაუტარდა ოპერაცია. ექიმების ცნობით, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
ახალგაზრდები, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.
საქმეზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.