თბილისი, 22 ივლისი – Sputnik. ფოთში XVI საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი „ნანა ალექსანდრიას თასი–2023" დასრულდა.
ტურნირში 10 ქვეყნის 415 მოჭადრაკე ასპარეზობდა, მათ შორის საერთაშორისო დიდოსტატები და ოსტატები.
საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი ფოთში
© Courtesy of Poti City Hall
საფესტივალო პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა კატეგორიის 11 ტურნირი გაიმართა. ასპარეზობის საერთო საპრიზო ფონდმა 50 ათას ლარი შეადგინა. ღია ტურნირის მთავარი გამარჯვებული კი ლუკა პაიჭაძე გახდა.
საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი ფოთში
© Courtesy of Poti City Hall
გამარჯვებულები არიან ნინო შურღულაია (მესამე ადგილი 8 წლამდე გოგონებს შორის), ლიზი სარიშვილი (მეორე ადგილი ქალთა შორის E ღია ტურნირში) და ანა სანიკიძე (მესამე ადგილი ქალთა შორის D ღია ტურნირში).
საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი ფოთში
© Courtesy of Poti City Hall
აღინიშნა, რომ წელს დაწესდა „გიორგი გამზარდიას თასი“, რომელიც იყო საჭადრაკო კლუბ „ნანას“ გამოჩენილი პედაგოგი, ფიდეს ოსტატი და ფესტივალის აქტიური მონაწილე.
საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი ფოთში
© Courtesy of Poti City Hall
საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი „ნანა ალექსანდრიას თასი–2023" ფოთის მუნიციპალიტეტის და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მხარდაჭერით გაიმართა.