თბილისი, 22 ივლისი – Sputnik. XV საიუბილეო საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „ღამის სერენადები“, რომელიც 22 აგვისტოდან 24 სექტემბრამდე პერიოდში გაიმართება, ტრადიციულად გააერთიანებს საქართველოში მსოფლიოში აღიარებულ ქართველ და უცხოელ შემსრულებლებს, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
ფესტივალზე დაგეგმილია ექვსი მუსიკალური კონცერტი - თბილისში, ბათუმსა და ბორჯომში.
ფესტივალის სცენაზე წარდგებიან:
ბეატრიჩე ვენეცი (დირიჟორი, იტალია)
ვერიკო ჭუმბურიძე (ვიოლინო, საქართველო/თურქეთი)
ლაურა მარზადორი (ვიოლინო, იტალია)
საბინე გროფმაიერი (კლარნეტი, გერმანია)
ჰეიონ პარკი (ვიოლინო, კორეა)
თამარ ლიჩელი (ფორტეპიანო, საქართველო)
ეილიკა ვუნში (სოპრანო, გერმანია)
რიკარდო მარინელო (ტენორი, იტალია)
ანტი სიირალა (ფორტეპიანო, ფინეთი)
გიორგი ონიანი (ტენორი, საქართველო)
გიორგი ოიკაშვილი (კლარნეტი, საქართველო)
ანსამბლი „ბორჯომი“ (ხელმძღვანელი გიორგი ბუგიანიშვილი)
ეროვნული სიმფონიური ორკესტრი
ფესტივალის საბაზო ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები“
ორკესტრის კონცერტმაისტერი, პირველი ვიოლინო - ლელა მჭედლიძე.
საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „ღამის სერენადები" 1982 წელს დაარსდა და ყოველ ზაფხულს ბიჭვინთაში იმართებოდა. ფესტივალი ძალიან პოპულარული იყო, თუმცა 1991 წელს არსებობა შეწყვიტა და მხოლოდ 18 წლის შემდეგ, 2009 წელს აღდგა — ამჯერად აჭარაში. ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელები არიან ლიანა და გიორგი ისაკაძეები.
ფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ქალაქ ბათუმის მერია, ქალაქ თბილისის მერია, ქალაქ ბორჯომის მერია, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო იტალიის საელჩო საქართველოში, გერმანიის საელჩო საქართველოში.
ფესტივალის პარტნიორი: ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია აქ.