ჭარბი ოფლიანობა შესაძლოა საშიში დაავადების უადრესი სიმპტომი იყოს: APDA-ს გაფრთხილება

Sputnik
თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. რაიმე ხილული მიზეზის გარეშე ჭარბი ოფლიანობა პარკინსონის დაავადების მაუწყებელი ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ნიშანია, წერს გამოცემა Express აშშ-ის პარკინსონის ასოციაციაზე (APDA) დაყრდნობით.
სპეციალისტების თქმით, პარკინსონი თავის ტვინის ქრონიკული პროგრესირებადი დაავადებაა, რომლის დროსაც თავს იჩენს არაერთი ხილული სიმპტომი:
ტრემორი,
კუნთების რიგიდობა,
კოორდინაციისა და მეტყველების დარღვევა,
სიარულის გაძნელება.
თუმცა, როგორც APDA-ს სპეციალისტები ამბობენ, არსებობს პარკინსონის დაავადების არამოტორული სიმპტომები, რომლებსაც შესაძლოა ყურადღება არც კი მიაქციოთ.

„ჭარბი ოფლიანობა პარკინსონის დაავადების შედარებით გავრცელებული ნიშანია, რაც ყველაზე ხშირად სხეულის ზედა ნაწილში შეინიშნება“, — განმარტავენ ისინი.

ამასთან, ექიმების თქმით, თუ დაავადებას არ უმკურნალებთ, ოფლიანობა მნიშვნელოვნად მოიმატებს.
აღნიშნული დარღვევა უკავშირდება სხეულის უუნარობას, სწორად დაარეგულიროს ტემპერატურა. ეს იმის გამო ხდება, რომ პარკინსონის დაავადება პათოლოგიურ ცვლილებებს იწვევს:
თავის ტვინის იმ ნაწილებში, რომლებიც ამ ფუნქციაზე აგებს პასუხს,
ნერვებში, რომლებიც საოფლე ჯირკვლების მუშაობას არეგულირებს.
სპეციალისტების თქმით, პარკინსონის დაავადების მანიშნებელი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კომბინაცია — სხეულის ნაკლებად ოფლიანობა და სახეზე ჭარბი ოფლის გამოყოფაა.
წყარო: Express