„არტ-გენი 2023-ის“ გახსნის კონცერტი ეთნოგრაფიულ მუზეუმში
10 დღის განმავლობაში მაყურებლის წინაშე წარდგებიან ცეკვისა და სიმღერის ანსამბლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან
გახსნის დღეს კონცერტში მონაწილეობა მიიღო ცეკვის ანსამბლმა „სუხიშვილები“
„სუხიშვილები“ „არტ-გენის“ ისტორიაში პირველად მონაწილეობენ გახსნით კონცერტში
წელს „არტ-გენის“ საიუბილეო თარიღია, ის უკვე მეოცედ იმართება
ფესტივალზე, ცეკვის გარდა, მღერიან კიდეც
დიდ სცენაზე სხვადასხვა კუთხის სიმღერები ისმის
გარშემო კი, არაერთ წერტილში მზადდება ქართული კერძები
და იწვება მწვადი
იყიდება ქართული ნუგბარი, სუვენირები და ხელნაკეთი ნივთები
და, რაღა თქმა უნდა, ქართული ღვინო
წარმოდგენილია ქართველი ხელოვნებისა და ოსტატების ნამუშევრები
სტუმრებს შორის ბევრი უცხოელი ტურისტია
ეთნოგრაფიული მუზეუმი „არტ-გენს“ უკვე მრავალი წელია მასპინძლობს
ორგანიზატორები ფიქრობენ, რომ წელს სტუმრების რაოდენობა 40 ათასზე მეტი იქნება
საღამოობით კი იმართება კონცერტები. როგორც წესი, პროგრამა 20:00 საათზე იწყება
ფესტივალზე შესვლა 12 წლამდე ბავშვებისთვის უფასოა, თუმცა ისინი აუცილებლად უნდა იყვნენ ზრდასრულებთან ერთად