თბილისი, 21 ივლისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ როლანდ ბერიძესთან შეხვედრა გამართა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს.
ღარიბაშვილმა როლანდ ბერიძეს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. თავის მხრივ, ელჩმა პრემიერს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
როლანდ ბერიძე სხვადასხვა წლებში საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ქუვეითის სახელმწიფოში.