საქართველოს მოქალაქეობა: დევნილი ემიგრანტები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ - ფოტო

ემიგრაციაში მყოფი იძულებით გადაადგილებულებისთვის დღის წესრიგში საქართველოს მოქალაქეობის მიღების პრობლემა დადგა – ახლა ისინი თბილისში საპროტესტო აქციებს მართავენ.
Sputnik
აქცია გამართა ორგანიზაციამ „დევნილები დევნილებისათვის“. ამ ორგანიზაციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ საქართველოს მოქალაქეობა გამარტივებული წესით უნდა მიიღოს ყველა იძულებით ემიგრაციაში გადასახლებულმა პირმა.
1 / 10

ორგანიზაციის „დევნილები დევნილებისათვის“ ერთ-ერთი საპროტესტო აქცია

2 / 10

აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან მოითხოვენ, გამარტივდეს საქართველოს მოქალაქეობის მიღება აფხაზეთიდან ემიგრაციაში იძულებით გადასახლებულთათვის

3 / 10

90-იან წლებში აფხაზეთიდან დევნილთა დიდმა ნაწილმა საქართველო დატოვა

4 / 10

ახლა მათთვის საქართველოს მოქალაქეობის მიღება პრობლემად იქცა

5 / 10

მომიტინგეები აცხადებენ, რომ მოქალაქეობის მისაღებად მათ უნდა ჩააბარონ გამოცდები ქართულ ენასა და ისტორიაში, ასევე უნდა გაიარონ სხვა პროცედურებიც

6 / 10

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ საქართველოს მოქალაქეობის მიღება იძულებით გადაადგილებულთათვის უნდა იყოს მაქსიმალურად გამარტივებული

7 / 10

ყოველ ქართველ ემიგრანტს, რომელსაც უყვარს სამშობლო, უნდა შეეძლოს მოქალაქეობის მარტივად მიღება, აცხადებენ ორგანიზაციის წევრები

8 / 10

ისინი ხელისუფლებისგან მოითხოვენ, შემუშავდეს კანონპროექტი, რომლის საშუალებითაც ემიგრანტები გამარტივებული წესით მიიღებენ მოქალაქეობას

9 / 10

აქციის მონაწილეები იმედოვნებენ, რომ ქართველები, რომლებსაც უყვართ საკუთარი ქვეყანა, მიიღებენ მის მოქალაქეობას

10 / 10

თუ რას მოიმოქმედებს სანაცვლოდ ხელისუფლება, ამას დრო გვიჩვენებს