მსოფლიო დღეს

ცნობილია, ვინ და სად შეინახავს მილან კუნდერას ფერფლს

Sputnik
თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი ჩეხი და ფრანგი მწერლის მილან კუნდერას მეუღლე ქმრის ფერფლს შინ შეინახავს, თუმცა მომავალში ურნას შესაძლოა ადგილი შეეცვალოს, იუწყება Czech Radio საფრანგეთში ჩეხეთის ელჩ მიშელ ფლეიშმანზე დაყრდნობით.

„ვერა კუნდერა ქმრის ფერფლის შინ შენახვას აპირებს, თუმცა მისი გარდაცვალების შემდეგ ცნობილი მწერლის ფეფრლიანი ურნა შესაძლოა მილან კუნდერას ისტორიულ სამშობლოში, ჩეხეთის ქალაქ ბრნოში გადაასვენონ“, — განაცხადა ფლეიშმანმა.

94 წლის კუნდერა, XX საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული რომანისტი, 11 ივლისს გარდაიცვალა. მისი ცხედრის კრემაციას არკეის სასაფლაოზე (პარიზის ცენტრიდან დაახლოებით 5 კმ-ში მდებარე კომუნა) მხოლოდ ვერა კუნდერა და გამომცემლობა Gallimard-ის ხელმძღვანელი ანტუან გალიმარი ესწრებოდნენ. ეს უკანასკნელი მჭიდროდ თანამშრომლობდა მწერალთან.
მილან კუნდერა საფრანგეთში 1975 წელს გადავიდა საცხოვრებლად. ის არის ავტორი მსოფლიოში ცნობილი ისეთი რომანებისა, როგორებიცაა „ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე“, „ხუმრობა“, „უკვდავება“, „გამოსამშვიდობებელი ვალსი“ და სხვ.