ქვემოთ განსხვავებული, გემრიელი და მარტივად მოსამზადებელი კოქტეილების რეცეპტებს შემოგთავაზებთ, რომლებიც ძალიან ადვილადაც მზადდება და უკიდურესად გემრიელიცაა.
საზამთროს მოჰიტო
ინგრედიენტები:
საზამთროს რბილობი — 700 გრამი;
ვაშლის წვენი — 1 ჭიქა;
ლაიმი — 2 ცალი;
პიტნა — 1 კონა;
შაქარი — გემოვნებით.
მომზადების წესი
საზამთროს მოაჭერით კანი, ამოაცალეთ თესლი.
გადადეთ 1 ცალი ლაიმი და პიტნის 4-6 ღერი ცალკე — გასაფორმებლად. დანარჩენ პიტნას კი მოაცალეთ ფოთლები და დაჭერით. მეორე ლაიმისგან გამოწურეთ წვენი.
ათქვიფეთ საზამთროს რბილობი, ვაშლის წვენი, პიტნა და ლაიმის წვენი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
დაუსველეთ მაღალ ჭიქებს ზედაპირი წყლით, შემდეგ კი ამოავლეთ თეფშზე დაყრილ შაქარში.
გაანაწილეთ ჭიქებში საზამთროს მოჰიტო, მორთეთ პიტნის ღერებითა და ლაიმის ნაჭრებით.
მარწყვის მუსი
ინგრედიენტები:
შაქრის პუდრა — 50 გ.
არაჟანი — 150 გ.
კონიაკი — 1 ჩაის კოვზი;
მარწყვი — 6-8 ცალი.
მომზადების წესი
ბლენდერში ათქვიფეთ არაჟანი. ეტაპობრივად დაამატეთ შაქრის პუდრა, კონიაკი, მარწყვი და თქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
ბლენდერში ათქვიფეთ არაჟანი. ეტაპობრივად დაამატეთ შაქრის პუდრა, კონიაკი, მარწყვი და თქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
მიღებული მასა ჩაასხით ჭიქებში და შედგით მაცივარში გასაგრილებლად.
გემრიელად მიირთვით!