სომხეთი საქართველოს საზღვრამდე მიმავალი გზის მონაკვეთს დაკეტავს

მძღოლებმა აღნიშნული მონაკვეთის შემოვლისთვის უნდა ისარგებლონ M6-ოძუნი-აიგეჰატი-იაღდანი-სტეფანავანი-ვანაძორის ტრასით
Sputnik
თბილისი, 20 ივლისი – Sputnik. M-6 საავტომობილო გზის სომხეთ-საქართველოს საზღვრისკენ მიმავალი მონაკვეთი ორი საათით დაიკეტება, იტყობინება Sputnik-სომხეთი საგზაო დეპარტამენტზე დაყრდნობით.
აღნიშნულია, რომ 21 ივლისს, 14:30-დან 16:30 საათამდე, გადაიკეტება სახელმწიფოთაშორისი საავტომობილო გზის (ვანაძორი-ალავერდი-საქართველოს საზღვარი) მონაკვეთი ქობაირიდან ოძუნამდე.
მოძრაობა გადაიკეტება M6 მაგისტრალზე სარემონტო სამუშაოების დასრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებების გამო.
მძღოლებს ურჩევენ, აღნიშნული მონაკვეთის შემოვლისთვის ისარგებლონ M6-ოძუნი-აიგეჰატი-იაღდანი-სტეფანავანი-ვანაძორის ტრასით.