ვეგანი და ვეგეტერიანელი ბავშვები: მეცნიერებმა საფრთხეები და სარგებელი დაადგინეს

Sputnik
თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მკვლევარებმა ვეგანი და ვეგეტარიანელი ბავშვების ჯანმრთელობა შეისწავლეს და საინტერესო დასკვნები გამოიტანეს.
კვლევაში მონაწილეობდა 5-დან 10 წლამდე ასაკის 187 ბავშვი. აქედან 63 ვეგეტარიანელი იყო, 52 — ვეგანი, ხოლო 72 — „ყველაფრის მჭამელი“, ანუ ვინც რაიმე სპეციალურ კვებაზე არ იმყოფებოდა. ეს უკანასკნელები კვლევაში საკონტროლო ჯგუფის სახით იყვნენ ჩართული.
შედეგად მეცნიერებმა დაადგინეს, რომ:
ვეგან ბავშვებს გულ-სისხლძარღვთა სისტემა ბევრად ჯანმრთელი ჰქონდათ, ვიდრე ვეგეტერიანელებსა და „ყველაფრის მჭამელებს“;
სამაგიეროდ ვეგანები საგრძნობლად ჩამორჩებოდნენ დანარჩენ ბავშვებს სიმაღლით (საშუალოდ 3 სანტიმეტრით);
ამასთან ვეგანებს აღენიშნებოდათ ვიტამინ B12-ის დეფიციტი;
ვეგანი ბავშვების ძვლებში მნიშვნელოვანი მინერალური ნივთიერებების შემცველობა 4-6%-ით ნაკლები იყო, ვიდრე სხვა ბავშვებში;
ვეგანებს ცუდი ქოლესტერინი და ცხიმის შემცველობა 25%-ით ნაკლები ჰქონდათ.
ყველაზე მეტად მეცნიერები გააკვირვა იმ ფაქტმა, რომ ვეგეტარიანელი და ხორცის მჭამელი ბავშვების გულ-სისხლძრაღვთა პროფილებში პრაქტიკულად ვერანაირი განსხვავება ვერ აღმოაჩინეს.
მკვლევარების დასკვნით, ვეგეტარიანელმა, განსაკუთრებით კი ვეგანებმა, კალციუმის, B12-სა და D ვიტამინების დონეები უნდა აკონტროლონ, რათა ოსტეოპოროზის შემდგომი განვითარება აიცილონ თავიდან და მოტეხილობების რისკი შეამცირონ.