თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. რუსეთმა ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის (OPCW) სამდივნოს არაერთი ნოტა გაუგზავნა კიევის მიერ ტოქსიკური ნივთიერებების ქიმიურ იარაღად გამოყენების შესახებ, მაგრამ ისინი ჯერ ვერ ხედავენ უკრაინაში სპეციალისტების გაგზავნის აუცილებლობას, განაცხადა OPCW-ში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ალექსანდრ შულგინმა.
„საერთო ჯამში უკვე გაგზავნილია 23 სიტყვიერი ნოტა, რითაც ისინი მოსალოდნელი პროვოკაციების შესახებ გავაფრთხილეთ“, — აღნიშნა შულგინმა ბრიფინგზე.
მისი თქმით, ჯერჯერობით სამდივნოში რუსეთიდან მიღებული ინფორმაცია მხოლოდ ცნობადაა მიღებული.
„სამდივნოს გენერალური დირექტორის თქმით, ინფორმაციას გულდასმით აკვირდებიან და აანალიზებენ, მაგრამ ჯერჯერობით ტექნიკური სამდივნო მიიჩნევს, რომ რაიმე სახის ექსპერტთა გუნდის გაგზავნა, რომელიც უკვე ჩამოყალიბებულია, ჯერჯერობით საჭირო არ არის“, — განმარტა შულგინმა.