საქართველოში მიწისძვრა მოხდა

Sputnik
თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. კურორტ ბახმაროდან 2 კილომეტრში 3,6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, იუწყება დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.
მიწისძვრის კერა 5 კმ სიღრმეზე იყო.
ინფორმაცია ნგრევის ან მსხვერპლის შესახებ არ ვრცელდება.