მაშველებმა თბილისის ზღვაზე 45 წლამდე ასაკის მამაკაცის ცხედარი იპოვეს

გარდაცვლილი, სავარაუდოდ, უცხოეთის მოქალაქეა.
Sputnik
თბილისი, 18 ივლისი – Sputnik. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა თბილისის ზღვაზე 45 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი წყალში საბანაოდ შევიდა და ნაპირზე გამოსვლა ვეღარ მოახერხა.
ამ დროისათვის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. გარდაცვლილი, სავარაუდოდ, უცხოეთის მოქალაქეა.
მაშველებმა მამაკაცის ცხედარი მაშინ იპოვეს, როცა 21 წლის ლუკა ლაცაბიძის სამძებრო სამუშაოებს ახორციელებდნენ. თბილისში გაუჩინარებულ ლუკა ლაცაბიძეს უკვე მეოთხე დღეა ეძებენ. პოლიციამ ახალგაზრდა მამაკაცის ზურგჩანთა და ტელეფონი 15 ივლისს სწორედ თბილისის ზღვის ტერიტორიაზე იპოვა.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.