მაშველებმა თბილისის ზღვაზე ცხედარი იპოვეს

Sputnik
თბილისი, 18 ივლისი – Sputnik. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა თბილისის ზღვაზე ცხედარი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
სავარაუდოდ, ეს 21 წლის ლუკა ლაცაბიძის ცხედარია, თუმცა ოფიციალური ცნობა ამის შესახებ ჯერ არ გავრცელებულა.
მაშველები თბილისის ზღვაზე 21 წლის ლუკა ლაცაბიძის სამძებრო სამუშაოებს რამდენიმე დღის განმავლობაში ახორციელებდნენ. პოლიციამ ახალგაზრდა მამაკაცის ზურგჩანთა და ტელეფონი 15 ივლისს თბილისის ზღვის ტერიტორიაზე იპოვა.
დღესვე მაშველებმა აღნიშნული სამძებრო სამუშაოების დროს თბილისის ზღვაზე 45 წლამდე ასაკის მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
გარდაცვლილს ექსპერტიზაზე გადაასვენებენ და დეტალები, სავარაუდოდ, ამის შემდეგ გახდება ცნობილი.