საქართველოდან ატმის ექსპორტი გაიზარდა

1 მაისიდან დღემდე საქართველოდან 10 ათას ტონაზე მეტი ატამი გავიდა.
Sputnik
თბილისი, 17 ივლისი – Sputnik. საქართველომ ბოლო სამ თვეში ატმის ექსპორტისგან 11 მლნ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, 1 მაისიდან დღემდე საქართველოდან განხორციელდა 10,3 ათასი ტონა ატმის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 11,1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ატმის მოცულობა 439 ტონით (4%), ხოლო ღირებულება – 143 ათასი აშშ დოლარით (1%) გაიზარდა.
სამინისტროს ინფორმაციით, ექსპორტი განხორციელდა რუსეთში (9.266 ტონა), სომხეთში (970 ტონა), ბელარუსსა (20 ტონა) და უკრაინაში (18 ტონა).
ატმის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით მთელი სეზონის განმავლობაში სპეციალური სამუშაო ჯგუფი მუშაობს, რომელიც უზრუნველყოფს პროდუქციის ექსპორტისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებასა და გაცემას „ერთი ფანჯრის" პრინციპით.