თბილისში ლუკა ლაცაბიძეს ეძებენ

Sputnik
თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. თბილისში გაუჩინარებულ ლუკა ლაცაბიძეს პოლიცია და ახლობლები უკვე მესამე დღეა ეძებენ, ახალგაზრდის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.
ოჯახის წევრების თქმით, პოლიციამ ახალგაზრდა მამაკაცის ზურგჩანთა და ტელეფონი შაბათს, 15 ივლისს თბილისის ზღვის ტერიტორიაზე იპოვა.
დაკარგული ლუკა ლაცაბიძე
ლაცაბიძის ახლობლები მისი ადგილსამყოფელის შესახებ რაიმე ინფორმაციის ფლობის შემთხვევაში საზოგადოებას სთხოვენ დაკავშირებას ტელ: 577 01 59 45.