ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე მოძრაობა აღდგა

ძლიერი წვიმის შედეგად გზაზე მიწის მასა ჩამოიშალა.
Sputnik
თბილისი, 17 ივლისი – Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი–ბარისახო–შატილის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
საავტომობილო გზის 90-ე კმ-ზე (გუროს კლდეები) ძლიერი წვიმის შედეგად კლდის მასა ჩამოიშალა, რის გამოც ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვები დაწესდა.
გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მეწყრის სალიკვიდაციო ღონისძიებები მიმდინარეობდა.