როგორი ამინდი იქნება საქართველოში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი გამოაქვეყნა.
Sputnik
თბილისი, 17 ივლისი – Sputnik. 17 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან ცალკეულ რაიონებში წვიმაა მოსალოდნელი, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
18-დან 20 ივლისამდე პერიოდში კი სინოპტიკოსები თბილ და უნალექო ამინდს პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 32-34 გრადუსი იქნება.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისშიც მზიანი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერი დღისით 34 გრადუსამდე გათბება.