თბილისი, 16 ივლისი – Sputnik. საქართველოს ნაკრების 31 წლის ცენტრალური მცველი საბა კვირკველია კარიერას საუდის არაბეთის კლუბში „ალ-ოჰდუდი“ (Al Okhdoud) გააგრძელებს, იუწყება „პირველი არხი“.
ბოლო ორი სეზონი საქართველოს ნაკრების მცველმა აზერბაიჯანში, ბაქოს „ნეფთჩიში" გაატარა. კვირკველიამ გუნდი ახალი მწვრთნელის, ადრიანუ მუტუს მოსვლის შემდეგ დატოვა.
კონტრაქტი მხარეებს შორის გაფორმდა სისტემით „1+1“ ერთი წლით, იმ პირობით, რომ ავტომატურად კიდევ ერთი სეზონით გაგრძელდებოდა.
„ალ-ოჰდუდმა“ გასული სეზონი საუდის არაბეთის მეორე ლიგაში მესამე ადგილზე დაასრულა და ახალი სეზონიდან უმაღლდეს ლიგაში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
ქალაქ ნაჯრანის გუნდი 1976 წელს შეიქმნა და საუდის არაბეთის უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება მესამედ მოიპოვა.
კვირკველიას სანაკრებო დებიუტი 2014 წლის 5 მარტს შედგა, როდესაც ის ლიხტენშტეინთან ამხანაგურ მატჩში შეცვლაზე გამოვიდა.
კვირკველია ადრე თამაშობდა რამდენიმე რუსულ კლუბში: „რუბინი“, „ნეფტეხიმიკი“, „ლოკომოტივი“ (მოსკოვი) და „როტორი“.