სისხლიანი ავარია შიდა ქართლში - არიან დაღუპულები

ერთმანეთს მსუბუქი მანქანა და სატვირთო შეეჯახა.
Sputnik
თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევთან ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა, კიდევ ორი ადამიანი დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია „ფორმულა“.
არსებული ინფორმაციით, ორივე დაშავებული არასრულწლოვანია. ტრაგედიის თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სატვირთო შეეჯახა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
დანაშაული 6-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.